საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად ლონდონში გაერთიანებული მომსახურებების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენლებს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე.
შალვა პაპუაშვილი ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანული კვლევითი ცენტრის - გაერთიანებული მომსახურებების სამეფო ინსტიტუტის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებზე.