ნაციონალური მოძრაობის წევრის ანი წითლიძის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობებში რეალური დეცენტრალიზაციის განხორციელება ქვეყნის დემოკრატიის განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თუმცა მისი თქმით, ხელისუფლება დეცენტრალიზაციის პროცესს შეგნებულად აფერხებს, რადგან მათ არ სჭირდებათ ძლიერი საკრებულოები. მით უმეტეს ახლა, როდესაც საკრებულოები ოპოზიციურია და წალენჯიხაში არჩეული მერიც ოპოზიციიდან არის.
ანი წითლიძის განცხადებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მთავარი მოთხოვნა რეალური დეცენტრალიზაციის განხორციელებაა თვითმმართველობებში. მისი თქმით, დღემდე პრობლემაა თვითმმართველობებისათვის ადგილობრივი ქონების გადაცემის საკითხი. არადა საკანონმდებლო ვალდებულება ქონების გადაცემის პროცესის დაწყების შესახებ ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2017 წელს აიღო და დღემდე არ ასრულებს.