„ენმ-მ ევროპის მოედნის ნაწილი ლარად გაყიდა“ – ლადო მგალობლიშვილის განცხადება და ოპოზიციის გამოხმაურება

09 თებერვალი 2022, 14:35 1080 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ევროპის მოედანზე 900 კვ მეტრი ფართობის უვადოდ გასხვისებაზე საუბრობს ლადო მგალობლიშვილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი აცხადებს, რომ ტერიტორია სიმბოლურ ფასად ერთ ლარად 2010 წელს ლევან ვარშალომიძის ხელმოწერით გასხვისდა. მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება  და ამ ფონზე ოპოზიციის კრიტიკა მმართველი გუნდის მისამართით მიუღებელია.

ლადო მგალობლიშვილს  ნაციონალურ მოძრაობაში უპასუხეს.

ლევან ანთაძის განცხადებით, ტერიტორიის გასხვისების მიზანი მისი განვითარება იყო და შემსყიდველს არავითარ შემთხვევაში არ გადაეცემოდა იმ პირობით, რომ მოქალაქეებს ევროპის მოედნით სარგებლობა შეზღუდვოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი