გერმანიის კანცლერი რუსეთს აფრთხილებს

09 თებერვალი 2022, 14:01 646 ნახვა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მოლაპარაკებების შეჯამებისას განაცხადა, რომ  ქვეყნები მზად არიან რუსეთის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ, თუ იგი აგრესიულ მოქმედებებს გააგრძელებს.

თუკი რუსეთი მაინც გაბედავს უკრაინაში შეჭრას, მას დასავლეთის ქვეყნებიდან მკაცრი ერთობლივი პასუხი მოჰყვება.

შოლცი აღიარებს, რომ დასავლეთის ქვეყნების სტრატეგიას რუსეთთან მიმართებით არ განუცდია არსებითი ცვლილებები. გერმანელი პოლიტიკოსის თქმით, საუბარია ორმაგ სტრატეგიაზე, რომელიც დიალოგსა და დაშინებას გულისხმობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი