ბათუმში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის სამუშაოები 100-მდე ლოკაციაზე განხორციელდა.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს საავტომობილო გზების ორმოული შეკეთება და ქვაფენილიანი ქუჩების რეაბილიტაცია.
სამუშაოებისთვის 2 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული.
ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.