ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი სახლის სახურავს გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა და ამ დროისათვის ცეცხლი ლოკალიზებულია.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.