გაერთიანება ენმ-ის „ქოლგის ქვეშ“ - გიგი უგულავას ოპოზიციამ იდეა დაუწუნა

08 თებერვალი 2022, 20:07 1243 ნახვა

ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ - გაერთიანებისკენ მიმართულ გიგი უგულავას ამ შეთავაზებას  ხელისუფლების ოპონენტებში აზრთა სხვადასხვაობა აქვს. მომხრეები ჯერ-ჯერობით  მხოლოდ ის პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ისედაც იგულისხმებიან ამ პარტიაში.

ზოგსაც გაერთიანებაზე საკუთარი ხედვა აქვს, ზოგიც კი ამის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან ფიქრობენ, რომ გაერთიანებებმა სათანადოდ ვერ იმუშავა და მისი ხელახალი დაწყება გაუგებარია.

ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებაზე საუბრისას უგულავა სააკაშვილის როლზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მის გარეშე მომავალი კოალიცია ვერ დაკომპლექტდება.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი