დიდი ნაკადებია, შესაძლოა იყოს გარკვეული შეფერხება ოჯახის ექიმებთან კომუნიკაციაში, იგეგმება მეტად გაიზარდოს ეს ქსელი - გაბუნია

08 თებერვალი 2022, 13:40 805 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პირველი თებერვლიდან 153 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება არის ჩართული პაციენტების მართვაში.  სადაც მიმაგრებულია 2 მილიონ ნახევრამდე ადამიანი.

თამარ გაბუნიას თქმით, დიდი ნაკადებიდან გამომდინარე, შესაძლოა იყოს გარკვეული შეფერხება ოჯახის ექიმებთან კომუნიკაციაში.

მისივე განცხადებით, იგეგმება მეტად გაიზარდოს ეს ქსელი და უახლოეს პერიოდში კიდევ 20 კლინიკა დაემატება.

"700 000 ადამიანია ჩართული სადაზღვევო სქემების მართვაში. თუ ვინმე ვერ სარგებლობს საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამით, მისი მართვა ხდება 15 22 სისტემის საშუალებით.

48 საათი აქვს ოჯახის ექიმს მას შემდეგ, რაც პაციენტის დიაგნოზი დადასტურდება და მოხდება სისტემაში, იმისთვის, რომ მოახდინოს რეაგირება. პრიორიტეტები არიან ხანდაზმული პაციენტები, ბავშვები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები.

თუ ოჯახის ექიმი გარკვეული მიზეზების გამო აგვიანებს ზარის განხორციელებას, პაციენტს შეუძლია თავად დარეკოს 15 22-ის ცხელ ხაზზე, სადაც ასევე გაზრდილია კომპეტენტური ექიმების რაოდენობა.

მესმის დიდი ნაკადებია, შესაძლოა იყოს გარკვეული შეფერხება ოჯახის ექიმებთან კომუნიკაციაში. იგეგმება მეტად გაიზარდოს ეს ქსელი. დაემატოს კიდევ 20 კლინიკა უახლოეს პერიოდში, რაც ვფიქრობ დაყოვნების პერიოდს შეამცირებს და პაციენტები შესაბამის სერვისს მიიღებენ"-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი