მიმდინარე წელს, შუახევში, ადგილობრივი მერია სოფლების წელათის, ცხემლისის, ცინარეთის ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.
პარალელურად უნდა დასრულდეს სოფლების; ჯაბნიძეების, წაბლანის, ინწკირვეთის, კლდისუბნის და ტბეთის კეთილმოწყობაც.
პროექტის მიზანი ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის კომფორტული გარემოს შექმნაა. სოფლის ცენტრების მოსაწყობად შუახევის მერია წელს 470 000 ლარს დახარჯავს.