არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

11 მაისი 2016, 00:00 4610 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მოქალაქეების, გავაშელიშვილისა და მიგინეიშვილის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსარჩელე მხარე საყოველთაო დაზღვევის პროგრამის იმ პუნქტებს აპროტესტებს, რომლის მიხედვით 2013 წლამდე კერძო დაზღვევის მქონე პირები, დაზღვევის დაკარგვის შემთხვევაში საყოველთაო პროგრამის მხოლოდ მინიმალური პაკეტით ისარგებლებენ. მოსარჩელე მხარე, რომლის ინტერესებსაც საია იცავს, მიიჩნევს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია და კონსტიტუციის მეთოთხმეტე მუხლს ეწინააღმდეგება, ამიტომ იგი სხვა ჩანაწერით უნდა შეიცვალოს, რომელიც მოქალაქეთა თანასწორ უფლებებს უზრუნველყოფს. მოსაზრებას არ იზიარებენ მთავრობის ინტერესების დამცველი პირები.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი