შავი ზღვის რეგიონში აშშ-ის მოწვევას თურქეთი საფრთხის შემცველად მიიჩნევს

07 თებერვალი 2022, 14:06 841 ნახვა

თურქეთის პარტიის „ვათანის“ გენერალური მდივანი დოღუ პერინჩეკი შავ ზღვაზე აშშ-ის მოწვევას რეგიონისთვის საფრთხისშემცველად და დაუშვებლად მიიჩნევს.   

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება, ერთი შეხედვით, რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ თურქეთშიც ფიქრობენ, რომ  ეს სახიფათოა  ანკარისთვისაც.  საბერძნეთი და უკრაინა თურქეთის ცხვირწინ არიან, აშშ-ი კი ორივე ქვეყანას პროვოკაციების განსახორციელებლად შეიარაღებით და თვითმფრინავებით  ამარაგებს.  ვიცით, რომ უკრაინა, ისევე როგორც საბერძნეთი ვაშინგტონის ინტრესებს ემსახურებიან. აშშ-ის შავ ზღვაზე გამოჩენას მძიმე შედეგები  მოჰყვება. აუცილებელია შავ ზღვაზე არ დავუშვათ  გარეშე ძალები - აცხადებს პერიჩეკი

პოლიტიკოსის თქმით, აშშ-ი მხარს უჭერს  თურქეთში აკრძალულ ქურთისტანის მუშათა პარტიას, რომელიც  თავის მხრივ თურქი მქადაგებლის ფეთხულა გიულენის ორგანიზაციასთან ფეტოსთან თანამშრომლობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი