კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკი

07 თებერვალი 2022, 12:02 1166 ნახვა

მოცემულობა არ იცვლება. ქვეყანაში ისევ მძიმე  ეპიდვითარებაა.  გადამწყვეტი ხვალინდელი დღეა.  თუ ხვალ უფრო ნაკლები  ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდება,  ვიდრე 2 თებერვალს იყო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკმა გადაიარა, რომელსაც ქართველი ეპიდემიოლოგები იანვრის ბოლოს ელოდებოდნენ. 

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ქვეყანაში რეინფიცირების შემთხვევებზეც  ისაუბრა და თქვა, რომ კოვიდ 19--ით მეორედ ინფიცირების, მაგრამ  საეჭვო  შემთხვევები 11 ათას უახლოვდება.

ეპიდემიოლოგები ისევ ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობენ, არადა მას შემდეგ, რაც მწვანე პასპორტი გაუქმდა, აცრის მსურველთა რაოდენობამ მკვეთრად იკლო.

722 მოქალაქემ ჩაიტარა აცრა, ვირუსით ინფიცირებული კი მხოლოდ ერთ დღეში 11 ათას  235 ადამიანია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი