მაღალმთიან აჭარაში გამოიდარა. აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის შუახევსა და ხულოში ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები იწმინდება, სამუშაოებში 70 ერთეული ტექნიკაა ჩართული. დაშვებულია მაღალი გამავლობის ტრანსპორტით გადაადგილება.
რაც შეეხება ქედას და ხელვაჩაურს, აქ მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების გაწმენდა.