შეიქმნება თუ არა პარლამენტში საგამოძიებო კომისია?

07 თებერვალი 2022, 11:35 1080 ნახვა

"საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე" - ასე ეწოდება პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომლის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია.     

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. მომზადებული პროექტის გათვალისწინებით,  საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევი საკითხია   სააკაშვილის სასჯელაღსრულების N12-დან  N18 დაწესებულებაში, აგრეთვე გორის  სამხედრო ჰოსპიტლიდან  N12 დაწესებულებაში გადაყვანის მიზნობრიობა და კანონიერება;  თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების სამართლებრივი შეფასება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი