ამერიკელი სამხედროების ანალიზი უკრაინაზე

06 თებერვალი 2022, 11:30 904 ნახვა

სააგენტო როიტერსი პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინაში სრულ-მასშტაბიანი შეტევისთვის რუსეთს საჭირო ძალების 70% უკვე მობილიზებული ჰყავს და კიდევ ორი ტაქტიკური ბატალიონი უკვე გზაშია.

გასულ კვირაში რუსეთს სულ 60 ბატალიონი ჰყავდა უკრაინის საზღვრის გასწვრივ მობილიზებული და კვირის ბოლომდე ეს ციფრი 83-მდე გაიზარდა და პენტაგონის მონაცემებით კიდევ 14 ბატალიონი ემზადება უკრაინისკენ წასასვლელად. ამერიკელი სამხედროები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა საბრძოლო მოქმედებები შესაძლოა 15 თებერვლისთვის დაიწყოს, როდესაც ყინვა მაქსიმუმს მიაღწევს და მისი მუხლუხოიანი ტექნიკა უფრო მარტივად გადაადგილდება ატალახებულ ზედაპირზე, თუმცა პენტაგონის ვერსიით სრულ-მასშტაბიან აგრესიას რუსეთი მოერიდება და შესაძლოა რაიმე ლოკალური ინციდენტი მოაწყოს, ოღონდაც თუკი პუტინმა შეტევის სრული ვერსია აირჩია, ამისთვის უკრაინის საზღვართან ჯარი მზადყოფნაში ჰყავს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, კიევის ასაღებად რუსეთს 5 დღე დაჭირდება, შესაძლო დანაკარგები უკრაინის მხარეს 25 ათასამდე დაღუპული სამხედროებს შორის და 50 ათასამდე მოქალაქეებს შორის იქნება, ამას დაემატება მილიონობით დევნილი, რომლებიც ევროპისკენ დაიძვრებიან, რუს სამხედროებს შორის შესაძლო დანაკარგს ამერიკელი ანალიტიკოსები 10 ათასის ფარგლებში ითვლიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი