მთიან აჭარაში ისევ თოვს, მუშაობს ტექნიკა

06 თებერვალი 2022, 12:30 1304 ნახვა

ორი დღეა თოვს მთიან აჭარაში, გართულებული ხილვადობის გამო გაწმენდით სამუშაოებს ხელი შეეშალა.-ამის შესახებ აჭარის  საგზაო  დეპარტამენტში აცხადებენ. ამბობენ, რომ  დღეიდან  ორი დღე დასჭირდებათ  თემთან მისასვლელი გზების გასაწმენდად, კვირის ბოლოს კი სრულად გაიწმინდება შიდა საუბნო გზები.

ზაზა შავაძის განმარტებით კომუნიკაცია აქვთ მუნიციპალიტეტებთან და სამაშველო სამსახურთან, განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში იქ სადაც გადაადგილების პრობლემაა მაშველები ეხმარებიან.  დიდთოვლობასთან გამკლავების მიზნით რეგიონი სპეციალური ტექნიკის შეძენასაც აპირებს, რისთვისაც თანხები უკვე გამოყოფილია. ბათუმის მერის ინფორმაციით მერის შესაბამისი სამსახურები სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი