სტოლტენბერგის განცხადება

05 თებერვალი 2022, 14:15 1201 ნახვა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მოსკოვი და პეკინი ნატოს შემდგომ გაფართოებას ეწინააღმდეგებიან. "ეს საკითხი პირველ რიგში ეხება არა ნატოს გაფართოებას, არამედ თითოეული სუვერენული ქვეყნის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის ის, შეუერთდეს თუ არა ნატოს.

ალიანსი პატივს სცემს ამ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ნატოს არასდროს შეუყვანია ძალით რომელიმე ქვეყანა თავის რიგებში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ალიანსს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შეუერთდნენ. "ცივი ომის" დასრულების შემდეგ ნატოს წევრთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. ასე რომ, ამ პროცესმა ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის გავრცელებას შეუწყო ხელი,"- აცხადებს სტოლტენბერგი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი