კოვიდვითარება მსოფლიოში

05 თებერვალი 2022, 15:10 1378 ნახვა
00:00
00:00

მსოფლიოში  კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი  391 მილიონს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 5 მილიონს აჭარბებს. ინფიცირების სწრაფად გავრცელების მიუხედავად, სახელმწიფოები რეგულაციების შემსუბუქებას განაგრძობენ.

ორშაბათიდან მალტაში შეზღუდვების ნაწილი იხსნება, ზაფხულამდე კი ქვეყანაში რეგულაციების სრულად გაუქმების საკითხს განიხილავენ. შეზღუდვები მსუბუქდება შვეიცარიაშიც, სადაც დისტანციური მუშაობის საკითხი დღის წესრიგიდან უკვე მოიხსნა. შეზღუდვების გაუქმების საკითხს განიხილავენ კანადაშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში