სასამართლო დავით კირკიტაძის ძალადობაზე

05 თებერვალი 2022, 15:26 1316 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", პარლამენტის წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქეთევან ლუაშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე, სადაც დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, პროკურატურა მისთვის 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.

როგორც ადვოკატი ალექსანდრე მგელაძე აცხადებდა, კირკიტაძეს დანაშული არ ჩაუდენია, პირიქით, ის თავის დაცვის პოზიციაში იმყოფებოდა. პროკურატურის განმარტებით კი, ბრალდებული კირკიტაძე თავდაცვის მდგომარეობაში არ ყოფილა, ვინაიდან მის მიმართ ფიზიკური ძალადობა არავის განუხორციელებია.სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა დავით კირკიტაძემ და ის გადაწყვეტილების გამოცხადებას არ დასწრებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში