თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი მზად არის, რუსეთ-უკრაინის სამიტს უმასპინძლოს. უცხოური მედიის ცნობით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა იზრდება და დაძაბულობის განსამუხტად თურქეთი მზად არის, შეასრულოს მედიატორის როლი და უმასპინძლოს რუსეთ-უკრაინის სამიტს ვლადიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით.
ამასთან, ერდოღანის თქმით, პრეზიდენტი ბაიდენი და ევროპის ქვეყნების ლიდერები ვერ ახერხებენ სიტუაციის დასტაბილურებას და არსებული დაძაბულობის მშვიდობიან მოგვარებაში წვლილის შეტანას.