მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს კომისიებში განიხილავენ

19 დეკემბერი 2016, 00:00 2992 ნახვა

ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი კომისიებს განსახილველად წარედგინათ. აჭარის ბიუჯეტი 77 მლნ ლარით გაიზარდა და 315  მლნ ლარი შეადგინა. 12 მლნ დაემატა სტადიონის პროექტს, 31 მლნ მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირებისთვის დაიხარჯება. 21 მლნ ესტაკადის მშენებლობას, 8 მლნ ლარი კი ბულვარის კონსერვაციას მოხმარდება. მთავრობის ინიციატივით, ბიუჯეტში თანხა, მომავალ წელს მუნიციპალიტეტების განვითარების ფონდისთვისაც გამოიყოფა. 25 მლნ ლარი ძირითადად ინფრასტრუქტურას მოხმარდება.  ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი ბიუროს გადაწყვეტილებით კომისიებს განსახილველად დღეს გადაეცა, რომელსაც სავარაუდოდ თვის ბოლოს დაამტკიცებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი