ეპიდემიოლეგბი ამბობენ, რომ ივლისამდე მოსახლეობის 70 პროცენტი აცრილი უნდა იყოს, იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს.
ასევე დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველო ''ფაიზერთან'' მოლაპარაკებას გეგმავს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას გადმოეცეს 12 წლის ქვემოთ მოზარდების აცრისთვის შესაბამისი დოზები.
ვაქცინაციის საბჭომ დღეს იმუნიზაციის 2022 წლის გეგმა განიხილა. საუბარია საკომუნიკაციო კამპანიის გაძლიერებაზე, იმუნიზაციის წახალისების პროგრამაზე.
ასევე, გეგმის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება „ბუსტერ“ დოზით აცრაზე.