ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის ფარგლებში, სხვადასხვა ინიციატივისა და იდეის დასაფინანსებლად ქობულეთის მერია კონკურსს აცხადებს. მასში ჩართვა 14-29 წლამდე ასაკის ქობულეთში მცხოვრებ პირს შეუძლია.
პროექტი სამ წელზეა გათვლილი და 15 ათასი ლარია გამოყოფილი.
სპეციალურმა კომისიამ 5 გამარჯვებული უნდა შეარჩიოს, რომლებსაც გრანტის სახით 3-3 ათასი ლარი გადაეცემათ. მსურველებმა განაცხადი მერიაში უნდა შეიტანოთ.
პროცესი 1 მარტს დაიწყება და ერთ თვეს გაგრძელდება.