"ფერადი ისტორიები" - ასე დაარქვეს პროექტს ახალგაზრდებმა, რომელიც წიგნის კითხვის პოპულარიზაციას გულისხმოხბს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საინიციატივო ჯგუფი ჩამოაყალიბეს და სხვადასხვა ადგილზე წიგნის თაროები განათავსეს. ამბობენ, რომ იდეას გულშემატკივრებიც გამოუჩნდა და მოქალაქეებმა თავიანთი ინიციატივით თაროებს წიგნები შემატეს.
ამჯერაც ბათუმში წიგნის თარო ორ მისამართზეა განთავსებული, უნივერსიტეტის ეზოში და მემედ აბაშიძის ქუჩაზე. მსურველებმა წაკითხვის შემდეგ წიგნები თაროებზე უნდა დააბრუნონ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ წიგნების ყუთები ბათუმის ცენტრალურ პარკშიც იყო განთავსებული, თუმცა იგი მალევე დაცარიელდა.
გაამართლებს თუ არა პროექტი ამჯერად ჯერ უცნობია.