4 თებერვლის საღამოდან - 6 თებერვლის დილამდე, აჭარის მთიან ზონაში, ქედაში, შუახევსა და ხულოში, ასევე გოდერძის უღელტეხილზე მოსალოდნელია ძლიერი თოვლი და ქარბუქი.
თოვლის სიმაღლემ ცალკეულ ადგილებში შესაძლოა ერთ მეტრს გადააჭარბოს.
საავტომობილო გზებზე შეიზღუდება ხილვადობა და შესაბამისად გადაადგილებაც. მგზავრობის დროს იყავით ფრთხილად, ქარბუქის დროს გადაადგილება არის საფრთხის შემცველი.