''ნაციონალურ მოძრაობაში'' აცხადებენ, რომ ბათუმის ცენტრალური პარკისთვის დახარჯული მილიონ ლარამდე თანხა არამიზნობრივი იყო, რასაც, მათი თქმით, შედეგი არ ჰქონია. რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურისთვის თვითმმართველობამ შეუსაბამოდ მაღალი თანხა დახარჯა და პარკისთვის შეძენილი ინვენტარის შესახებ კი მოქალაქეებს აზრი არ ჰკითხეს.
ბათუმის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურმა ცენტრალური პარკის ინვენტარი ქვის სკამებით ერთი თვის წინ განაახლა, რისთვისაც 900 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. მერიაში ამბობენ, რომ სატენდერო პროცედურა გამჭვირვალე იყო და ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში კომპანია ერთი წლის ვადაში მის აღდგენას უზრუნველყოფს.