ინფიცირების შემთხვევები ბავშვებში

02 თებერვალი 2022, 14:52 2685 ნახვა

ბავშვებში მაღალი ტემპერატურა არ არის ჰოსპიტალიზების აუცილებელი პირობა - აცხადებენ მედიკოსები და მშობლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ რამდენიმე დღე მაღალი სიცხე ვირუსისთვის დამახასიათებელია და ასეთ დროს ბინაზე მკურნალობა, კომფორტულ გარემოში, გაცილებით მიზანშეწონილია.

მისივე განმარტებით, ომიკრონის შემდგომი გართულება ბავშვებში არის ხშირი და კორონა ვირუსის გადატანის შემდეგ მნიშვნელოვანია ბავშვების ჯანმრთელობის მონიტორინგი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში