ქვის სკამები ცენტრალურ პარკში - ენმ მერიას თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს 

02 თებერვალი 2022, 11:57 1408 ნახვა

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ბათუმის ცენტრალური პარკისთვის დახარჯული მილიონ ლარამდე თანხა არამიზნობრივი იყო, რასაც, მათი თქმით, შედეგი არ ჰქონია.

რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურისთვის თვითმმართველობამ შეუსაბამოდ მაღალი თანხა დახარჯა და პარკისთვის შეძენილი  ინვენტარის შესახებ კი მოქალაქეებს აზრი არ ჰკითხეს.

ბათუმის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურმა ცენტრალური პარკის ინვენტარი ქვის სკამებით ერთი თვის წინ განაახლა, რისთვისაც 900 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

უწყებაში ოპოზიციის ბრალდებასთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი