აუდიტის დასკვნა და მერიის პასუხი

01 თებერვალი 2022, 20:04 1254 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრებმა  აჭარის მთავრობასთან აქცია გამართეს. ისინი  მთავრობის  თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ.  

მათი თქმით,  აუდიტის  დასკვნის მიხედვით, ხელვაჩაურის ყოფილმა მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ  2019-2020 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი არამიზნობრივად გახარჯა, კორუფციული გარიგებებში შევიდა, რის შესახებაც, როგორც  აქციის ორგანიზატორები აცხადებენ,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ იცოდა. ოპოზიცია  პასუხისმგებლობას ყოფილ მერთან ერთად,  თორნიკე რიჟვაძესაც აკისრებს.

აჭარის მთავრობიდან აქციის მონაწილეებს  არავინ შეხვდა. ხელვაჩაურის მერიაში  განმარტავენ, რომ  აუდიტის  რეკომენდაციების ნაწილი შესრულდა, ნაწილს კი მერია  არ ეთანხმება.

ხელვაჩაურის მერის მოადგილის ინფორმაციით,  სამუშაო დროის  აღმრიცხველი  სისტემის ხარვეზი გამოსწორდა და დასაქმებულთა  სამუშაო საათები კონტროლდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში