დღეიდან არავაქცინირებული მოქალაქისთვის საქართველოში ყველა ბარიერი მოიხსნა. მათ შორის კოვიდპასპორტებიც, რომელსაც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა ვაქცინაციის სტიმულირებისთვის და იმუნური ფენის შესაქმნელად იყენებს.
რესტორნებში, ფიტნესს დარბაზებში, სასტუმროებსა და კიდევ არაერთ დახურულ სივრცეში მწვანე საშვის გარეშეც მოხვდებით. ეს კი მაშინ, როცა ვაქცინაციის ტემპი არ გაუმჯობესებულა.
ეპიდემიოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ პანდემიის მართვა ხელისუფლებას დიდი ხანია ხელიდან გაექცა. კოვიდინფიცირებული პაციენტების მართვის კუთხით არსებულ პრობლემაზე საუბრობს მედიკოსთა ნაწილი. მიაჩნიათ, რომ დაგვიანებული კომუნიკაცია შესაძლოა გახდეს ინფიცირებულის დამძიმების მიზეზი.