საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო, რომლებიც ეხებოდა ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა სოციალურ პრობლემას. ამაზე ძირითადად ოპოზიციამ ისაუბრა.
ბრალდებებს საპასუხო განცხადებით უპასუხეს ქართულ ოცნებაში. მმართველმა გუნდმა ოპონენტები სიცრუეში დაადანაშაულა.
კამათის მიზეზი გახდა უნებართვო მშენებლობები, რომლის დამადასტურებლადაც ოპოზიციამ სურათები მიიტანა სხდომათა დარბაზში, ისმოდა კრიტიკა პრემიერ-მინისტრის ცოლისთვის იჯარით გაცემულ ტყის ფართობსა და კომუნალური გადასახადების შესახებაც.