შეხვედრა მოსახლეობასთან. ბათუმის მერიის ინფორმაციით, არჩილ ჩიქოვანი ბაგრატიონის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
უწყებაში ამბობენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნაა საბავშვო ატრაქციონის მოწყობა, გარევაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, დაისვა საკითხები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების პროგრამის შესახებ.
ამ ეტაპზე აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში სამ მისამართზე დაგეგმილია ეზოს კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ტენდერი გამოცხადდა ვაჟა ფშაველას ქ. #107-ში ატრაქციონის მოსაწყობად.
ინფორმაცია და ვიდეომასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.