ახლა უკრაინისთვის, საქართველოსთვის და რეგიონისთვის გადამწყვეტი მომენტია, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ დავდგეთ პრინციპულ პოზიციაზე, არამედ ვაჩვენოთ მზაობა მოქმედებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირმა ძალიან მკაფიო გზავნილი გააკეთა, რომ უკრაინის წინააღმდეგ შემდგომ აგრესიას მასშტაბური შედეგები მოჰყვება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი განაგრძობს მუშაობას სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად დეესკალაციისკენ. მისი თქმით, საქართველოში როგორც ხელისუფლებამ, ასევე ცალკეულმა პირმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.