ფრაქცია ,,ლელო ‘’ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. დახურულ შეხვედრაზე ისაუბრებენ სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, გავრცელებული ვიდეო კადრების შესახებ.
არასამთავრობო სექტორი კითხვის ნიშნებს ხედავს მაშინ , როდესაც მსგავს ფაქტებს უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, აღნიშნული უწყება კი უქმდება, რაც აჩენს ეჭვს , რომ მოძალადე პირებს ხელისუფლება მფარველობს.