თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი - ახალციხის საავტომობილო გზაზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია.