საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს და საკუთარ დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს წარუდგენს. მანდატების შეწყვეტის საკითხი კი კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დადგება.დღის წესრიგში ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის დაყენებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის დათქმა იწვევს, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.იმის გათვალისწინებით, რომ ეს ორი დეპუტატი საშემოდგომო სესიის არცერთ სხდომას არ დასწრებია, ავტომატურად მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე ანუ 1 თებერვალს ცესკოს თავმჯდომარესა და ე.წ. პროფესიულ წევრებსაც აირჩევენ.