როგორც უკვე მოისმინეთ, ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებას, 11 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. გუშინ უკვე გაკეთდა განცხადება, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ზურაბ პატარაძის მიერ უმაღლეს საბჭოში წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებს მხარს დაუჭერენ. ჯერჯერობით, კვლავ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ოპოზიციის წარმომადგენლები. თამუნა გაზდელიანი ესაუბრა კანონმდებლებს და ახლა პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს მათ პოზიციებს.