ბრიტანული ტელეარხის სქაი-ნიუსის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ნატოს ძალების აღმოსავლეთ ევროპაში გაძლიერების მიზნით სლოვაკეთის ტერიტორიაზე სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს. ნატოს ბლოკი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების განთავსებას უკრაინის დაცვის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავს იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში რუსული ჯარი შეიჭრება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო დანაყოფების გაძლიერებას ვარაუდობენ ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში, ბულგარეთსა და უნგრეთში.