საქართველოს პრეზიდენტი ჟურნალისტებს შეხვდება

28 იანვარი 2022, 18:33 801 ნახვა

დღეს 19 საათზე საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივის „ეროვნული თანხმობის“  პროცესზე სასაუბროდ მედიის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრას პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანები დაესწრებიან. მათ შორის იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  გადაცემა „თავისუფალი სივრცის ავტორი და წამყვანი ვახო ხუზმიაშვილი. შეხვედრას ჩვენ დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც ეთერში არ გავა გადაცემა ზუმი განათლებაზე, ხოლო 20 საათიანი  საინფორმაციო გამოშვება  ტრანსლაციის დასრულების  შემდეგ დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში