თბილისი-მოსკოვის ჩარტერული ავიარეისი, რომელიც Georgian Airways-ს დღეს უნდა შეესრულებინა, გაუქმებულია.
რაც შეეხება მიზეზს, Georgian Airways-ში აცხადებენ, რომ რეისის ირგვლივ მედიაში „ატეხილი აჟიოტაჟის“ გამო, რუსეთიდან ავიარეისის შესრულების ნებართვა არ მოვიდა.