ნაზარბაევი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას ჩამოაშორეს

27 იანვარი 2022, 18:23 966 ნახვა
00:00
00:00

ყაზახეთის  სენატმა რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის უშიშროების  საბჭოსა და ყაზახეთის სახალხო ასამბლეაში  სამუდამო თავმჯდომარეობა გააუქმა. მანამდე ეს ცვლილებები ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა.  ახლა ამ თანამდებობებს ქვეყნის პრეზიდენტი   დაიკავებს.  ნურსულთან ნაზარბაევი  მონაწილეობას ვეღარ მიიღებს  ასევე  ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრაში.  ნაზარბაევი ყაზახეთის უშიშროების საბჭოს მუდმივ თავმჯდომარედ 2022 წლის იანვრამდე ქვეყანაში მასობრივი არეულობების დაწყებამდე მუშაობდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში