აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბელარუსს აფრთხილებს

27 იანვარი 2022, 13:04 240 ნახვა

აშშ-ი ბელარუსს უკრაინის გამო აფრთხილებს.  სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ  ვაშინგტონმა ოფიციალურ მინსკს ნათლად განუმარტა,  რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, თუკი უკრაინაზე თავდასხმისთვის თავისი ტერიტორიის  გამოყენების უფლებას მისცემს.  

პრაისის თქმით,  ამ შემთხვევაში ნატო მზად არის  ბელარუსის გარშემო თავისი შეიარარებული ძალების კონცენტრაცია გაზარდოს. 

ჩვენ  ნათლად განვუცხადეთ ბელარუს, რომ თუ იგი უკრაინაზე თავდასმისთვის მისი ტერიტორიის გამოყენებას დაუშვებს, მაშინ სწრაფ და გადამწვეტ პასუხს მიიღებს - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში