უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტს “ქართული ოცნების“ სახელით წარედგინება და მას ამ დრომდე მმართველი გუნდის გარდა არც ერთი საპარლამენტო ჯგუფი ხელს არ აწერს.
ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ცალკე რეზოლუციის დარეგისტრირება სწორი არაა, თუმცა აღნიშნავენ, რომ უმრავლესობამ ვერ გაბედა რეზოლუციაში ჩაეწერა, რომ რუსეთი აგრესორია. „ქართული ოცნების” წევრების განცხადებით, უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის თანაინიცირებაზე ოპოზიციის მხრიდან უარი “წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციული კამპანიაა”.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, რეზოლუციის დოკუმენტი სწორია და გათვალისწინებულია საერთაშორისო პარტნიორების რჩევები.