პარიზში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა დაიწყო

26 იანვარი 2022, 18:24 1294 ნახვა

პარიზში ელისეის სასახლეში ნორმანდიულ ფორმატში ოთხი ქვეყნის -უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის პრეზიდენტების მრჩეველთა შეხვედრა დაიწყო.მხარეები დონბასში შეიარაღებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ნაბიჯებზე იმსჯელებენ. უკრაინულ დელეგაციას პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, რუსულს- პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი კოზაკი ხელმძღვანელობენ.  ამ ბოლოს ნორმანდიული ოთხეულის ლიდერები 2019 წლის ზამთარში შეიკრიბნენ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში