კორონავირუსის შემთხვევების გამო ბათუმში კიდევ ორი კოვიდსასტუმრო დაამატეს

26 იანვარი 2022, 14:25 1070 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ბათუმში, კიდევ ორი კოვიდსასტუმრო დაამატეს. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ადასტურებენ.

დღეის მდგომარეობით ბათუმში 10 კოვიდსასტუმრო ფუნქციონირებს.

"ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, რათა დროულად და შეუფერხებლად მომხდარიყო პაციენტების ტრიაჟი და სასტუმროებში გადაყვანა, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით დაემატა კოვიდ სასტუმროები"- აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების შემთხვევაში კოვიდსასტუმროების დამატება კვლავ მოხდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი