რეზოლუციის პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებული ვართ - ხათუნა სამნიძე

26 იანვარი 2022, 14:18 1023 ნახვა

დღეს დილიდან, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე პოლიტიკური მხარეები მსჯელობენ.

მმართველი გუნდის წევრები და მათი ოპონენტები უნდა შეჯერდნენ საერთო ტექსტზე, რომელიც სასესიო კვირას  სხდომაზე გავა.

"რეფორმების ჯგუფის" ხელმძღვანელის ხათუნა სამნიძის ინფორმაციით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი პრინციპების დონეზე შეთანხმებულია და გრძელდება სამუშაო პროცესი ცალკეული ტერმინების შეთანხმების მიზნით.

"ქართულმა ოცნებამ" რეზოლიციის საკუთარი ვერსია წარმოგვიდგინა. მათ ჩვენი რამდენიმე შენიშვნა გაითვალისწინეს. პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებული ვართ და ტექსტის საბოლოო ვერსიას ველოდებით.

იმედია, უახლოეს საათებში შეთანხმებას შევძლებთ. პრინციპული საკითხია, რომ პარლამენტის რეზოლუციაში აისახოს რუსეთის აგრესიის საკითხი, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი. არის შენიშვნები რაც ეხება "ვორდინგს", წინადადებებს. იმედი მაქვს, პროცესი უახლოეს საათებში დასრულდება"-განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი