უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე პოლიტიკური მხარეები დღეს დილიდან მსჯელობენ და ისინი საბოლოო ტექსტზე უნდა შეჯერდნენ.
დოკუმენტის ტექსტის ზუსტი შინაარის ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეზოლუციაში მთავარი ხაზი რუსული აგრესია და მისგან მომდინარე საფრთხეები უნდა იყოს.
მმართველი გუნდის წევრები და მათი ოპონენტები უნდა შეჯერდნენ საერთო ტექსტზე, რომელიც სასესიო კვირას სხდომაზე გავა. ოპოზიციის მიზანი რეზოლუციის მოკლე დროში მიღებაა.