აბუსერიძის ქუჩის ნაწილი დროებით ისევ ჩაიკეტა

25 იანვარი 2022, 10:56 1714 ნახვა

ბათუმში ტბელ აბუსერიძის ქუჩის ნაწილი ისევ ჩაიკეტა, შესაბამისად  მოძრაობა შეზღუდულია.

მერიაში სატელევიზო კომენტარი არ გააკეთეს, გვიპასუხეს მხოლოდ წერილობით. განმარტავენ, რომ ჯავახიშვილის და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში ახლა წყალარინების ძველი კოლექტორის გათიშვა და სისტემის ახალ ქსელზე დაერთება მიმდინარეობს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულებას სავარაუდოდ  2 კვირა  სჭირდება,  ამის შემდეგ კი ასფალტის საფარს აღადგენენ. 

თუმცა, როდის განახლდება ქუჩაზე მოძრაობა ჯერ უცნობია, რადგან როგორც ამბობენ,  სამუშაოების ვადები ამინდზეა დამოკიდებული.

შეგახსნებთ, აღნიშნული ქუჩა, რამდენიმე თვის განმავლობაში ზაფხულშიც გადაკეტილი იყო.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში