პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრების კანდიდატების დასახელების შემდეგ პროცესი საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს. საკითხზე სავარაუდოდ დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ - უნდა გაიწეროს კანდიდატების კომიტეტებზე მოსმენის განრიგი, მოგვიანებით კი საკითხი სესიაზე გადაინაცვლებს.
კანონმდებლებმა არჩევანი ცესკოს მოქმედ ხელმძღვანელ გიორგი კალანდარიშვილსა და თენგიზ თევზაძეს შორის უნდა გააკეთონ. ცესკოს წევრობის 4 მსურველიდან კი დეპუტატებმა მხოლოდ ორი უნდა შეარჩიონ.
ცნობისთვის, ცესკოს თავმჯდომარის სრული ვადით ასარჩევად 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ნაკლები ხმების შემთხვევაში აგვისტოს მსგავსად, საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს 6 თვის ვადით შეარჩევენ.