მაღალმთიან აჭარაში სასოფლო გზების გაწმენდა დაიწყო

21 იანვარი 2022, 18:30 1136 ნახვა

მაღალმთიანეთში რამდენიმედღიანი ნალექისგან გამოწვეული პრობლემების  აღმოფხვრა  გრძელდება. დასრულდა ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდა სამივე მუნიციპალიტეტში, ახლა კი  შიდა სასოფლო გზები იწმინდება.

ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება შეფერხებული არ არის. კურორტ გოდერძის მიმართულებით კი მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით. 

რაც შეეხება ელექტროენერგიას, ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, შუქი უკვე სრულად მიეწოდება ქედის, შუახევისა და ხულოს მოსახლეობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი